Close Encounters of the Third Kind (1977)

b_84155

IMDB – 7.7

სტივენ სპილბერგი დღეს დღეობით ჰოლივუდის ერთ-ერთ საუკეთესო კინორეჟისორად ითვლება. მისგან, როგორც წესი, საუკეთესო ნამუშევრებს ელოდებიან. Close Encounters of the Third Kind მის ერთ-ერთ შედევრს განეკუთვნება.

არ ვიცი, რამდენად მოეწონებათ თანამედროვე კინომატოგრაფიის მოყვარულებს, რადგან ფილმი გადაღებულია 70 – იან წლებში და შესაბამისად, სიუჟეტის გადმოცემის გამოზომილი სტილით გამოირჩევა და ბევრი ალბათ, ფანტასტიკური ხასიათის მოძველებულ ფილმად ჩათვლის. მაგრამ, ვთვლი, რომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება განიხილოს მხოლოდ ფანტასტიკის კუთხით, რადგან ფილმი ღრმად ფილოსოფიური და დრამატული ხასიათის უფროა. და მშვიდად იმის ყურება, თუ როგორ გადმოსცემენ ფილმის პერსონაჟები საკუთარ მღელვარებას, გრძნობებს, ემოციებს (მაგ: მონუმენტის აღმართვა სხვადასხვა ნივთებისგან) თითქმის წარმოუდგენელია.

 

ფილმის მთავარი გმირის როი ნირის, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებს რიჩარდ დრეიფუსი, შეხვედრა ცაში მფრინავ გაურკვეველ ობიექტთან, მოულოდნელი შედეგით სრულდება. როი ამ შემთხვევაში მარტო არ არის, რადგან მალე მთელ კაცობრიობას მოუწევს ყველაზე საინტერესო შეხვედრა დედამიწის არსებობის ისტორიაში. ფილმის მთავარი გმირი ერთდროულად ორი პრობლემის წინაშე დგება: შეუცნობელის გამოჩენის და ოჯახური უთანხმოების. რიჩარდ დრეიფუსი ძალიან კარგად გადმოსცემს მთავარი გმირის შინაგან ცვლილებებს. მისი გმირი შეუცნობელი იდეით შეპყრობილი ადამიანია, რომელიც თავის სულიერი დაუკმაყოფილებლობის, სულიერი მარტოობის გრძნობას, პოულობს სულ სხვა სფეროში, განსხვავებით ოჯახისა. როი, მისი გატაცების მიმართ ამავდროულად აწყდება სრულ იგნორს მისი ცოლის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტ პროვოცირებას ახდენს მასზე და ის იწყებს მაკეტის აგებას სახლში იმ ნივთებისგან , რაც კი ხელში მოხვდება. რის შემდეგაც, ცოლი ბავშვებთან ერთად ტოვებს მას. როი, კი თითქმის უცნობ ჯილიანთან (რომლისგანაც უცხოპლანეტელებმა წაიყვანეს შვილი) ერთად მიდის იმ კოშკის საძებნად, რაც სიზმარში ნახა (არამარტო მან).

ფილმი საშუალებას აძლევს მაყურებელს დაიჯეროს, რომ მარტონი არა ვართ სამყაროში და არ უნდა გაგვაჩნდეს შეუცნობელის შიში. ხოლო ფილმის ფინალი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია კინომატოგრაფიის ისტორიაში. აქ ვერ ნახავთ ერთ ზედმეტ კადრსაც კი, ისევე როგორც სპეცეფექტს, რადგან თითოეული კადრი საშუალებას იძლევა უფრო ფართოდ იქნას დანახული ფილმის იდეური სურათი.

აღსანიშნავია, რომ მთელი ფილმის მიმდინარეობის მანძილზე – ფინალამდე, უცხოპლანეტელებს მაყურებელი ვერ ხედავს. მხოლოდ ფილმის ბოლოს გამოჩნდებიან, ისიც რამოდენიმე წუთით. ფილმის დანარჩენი ნაწილი კი გადმოსცემს, ადამიანების რეაქციას მიმდინარე აუხსნელი მოვლენების თაობაზე, რომლებსაც ადგილი აქვთ მათ ქალაქში და რომლებიც სავსეა მღელვარებით და გაურკვევლობით – რა ელით მათ მომავალში?

ფილმის რეჟისურასთან და მსახიობების არაჩვეულებრივ შესრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია აგრეთვე ფილმის საუნდრეკი, რომელიც ჯონ უილიამსმა შექმნა და რომელიც მხოლოდ რამოდენიმე ნოტისაგან შედგება.

მსგავსი ჟანრის ფილმები, რომლებიც ასეთი სახით გადმოსცემს ადამიანის შინაგან ბუნებას დღეს იშვიათად გვხვდება.

უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას გვიტოვებს ფილმის სიუჟეტი. ვფიქრობ, ავტორი ამით ცდილობს უფრო ადამიანის შინაგანი განცდების გადმოცემას, ვიდრე თუნდაც იმას, თუ რა ელის კაცობრიობას უცხოპლანეტელების გამოჩენის შემთხვევაში. ამ აზრისკენ კი, სპილბერგი თავად გვიბიძგებს იმით, რომ სიუჟეტში ბოლომდე არ არის ნათელი თუ რაზე აკეთებს აქცენტს რეჟისორი – მაყურებელი თავად უნდა მომწიფდეს ამისათვის.

საინტერესო ფაქტს წავაწყდი, როდესაც რეცენზიის დაწერა გადავწყვიტე: სტივენ სპილბერგის სიტყვებით, ის ახლაც იგივე სიუჟეტით გადაიღებდა ამ ფილმს მხოლოდ ერთი გამონაკლისით – ფილმის მთავარ გმირს ის დატოვებდა დედამიწაზე. და თავისი განცხადება მან ასე განმარტა: მაშინ, როდესაც ფილმი იქმნებოდა, აღმოჩნდა, რომ თავად სპილბერგს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამ ქვეყნიდან გაქრობის … ცოტა ხნით – როგორაც ფილმის მთავრი გმირი მოიქცა კიდეც.

არ შეიძლება გულგრილი დარჩე  ფილმის ღრმა აზრიანი ფინალით – ფილმის მთავარი გმირის ბედნიერი თვალები და გამომეტყველება. რასაც, შეიძლება ძალიან უბრალო ახსნა მოუძებნო: ადამიანი, რომელიც უბრალოდ დაიღალა და მოწყინდა ცხოვრება ამ უამრავი კითხვების მქონე მოსაწყენ სამყაროში.

 

http://bit.ly/183I4H2

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s