Shooter (2007)

1174920842

IMDB – 7.1

ფილმი გადაღებულია სტივენ ჰანტერის ნოველის “Point of Impact” – ის მიხედვით. რეჟისორმა ანტუან ფუქუამ კი სწორი მიმართულება აირჩია – შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და უშიშროების სამსახურში არსებული არაჯანსაღი ატმოსფეროს სააშკარაოზე გამოტანისათვის (დემონსტრირებისათვის). ფილმის დასაწყისში, აფრიკის რეგიონში სამშვიდობო მისიით (შეერთებული შტატების მიერ) გაგზავნილი მებრძოლის (მთავარი გმირის მეგობრის) ფრაზაც კი ამას ადასტურებს, როდესაც იგი მორიგი სამხედრო დავალების შესრულების დროს, მეგობარს ეკითხება: “დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენ ნამდვილად სამშვიდობო მისია გვაკისრია?”, და თავადვე პასუხობს კითხვას: “ჩვეულებრისამებრ, იქ სადაც ჩვენ ვართ, მშვიდობაზე და სიმშვიდეზე ოცნებაც კი არ შეიძლება!”.

 

“Shooter” – ი შეიძლება ითქვას, ერთ ამოსუნთქვაზე ყურებად ფილმების რიცხვს მიეკუთვნება. მაგრამ აქ მთავარი, არა შეერთებული შტატების სპეც. სამსახურის ყოფილი თანამშრომლის,  ბობ ლი სვაიგერის (მარკ უოლბერგი) ფიზიკური მომზადება და მისი პროფესიონალიზმია, არამედ მისი ხედვა არსებულ რეალობაზე. მისი მთავარი პრობლემა მისი პატრიოტიზმია, რადგან სწორედ პატრიოტიზმის გამოყენებით აიძულა თითქოსდა კანონის დამცველმა პოლკოვნიკმა ჯონსონმა (დენი გლოვერი) 3 წლის წინ პენსიაზე გასული სვაიგერი ისევ დაბრუნებულიყო სახელმწიფო სამსახურში, იმ მიზნით რათა გადაერჩინა პრეზიდენტის სიცოცხლე.

მთავარი გმირის როლის შემსრულებელს, მარკ უოლბერგს, დიდი როლი უჭირავს, იმის გადმოცემაში, თუ როგორი შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნტარი: იმედგაცრუებული, სოციალური სისტემიდან (რეალობიდან) ამოვარდნილი ადამიანი და ამასთანავე ძლიერი პიროვნება, რომელსაც მარტოს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ზუსტად ამავე სისტემას.

ფილმის მთავარი გმირი არ იზიარებს, მის მიერ გადარჩენილი, ფედერალური ბიუროს აგენტის, ნიკ მემფისის (მაიკლ პენა) პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ისინი ცხოვრობენ ცივილიზებულ საზოგადოებაში და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს ჩარევით და ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე, იარაღის Cheyenne Tactical M200 Intervention –ის მეშვეობით, რომელიც მას ეხმარება სამართლიანობის აღდგენაში. მას ცხოვრებისეული კრედო თავად სისტემამ აურჩია: რადგან ხელისუფლების მაღალი ეშელონების მაღალჩინოსნების გასამართლება, მათ მიერ ჩადენილი მკვლელობების გამო, სასამართლოს წესით წარმოუდგენელია, ამიტომ უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია. ფილმის ფინალი გვაჩვენებს, რომ წესიერი პოლიტიკოსი არ არსებობს და მათ მიერ ნაქები დემოკრატია კი – ცარიელი სიტყვებია.

ფილმში მთავარია, სწორად გააკეთო აქცენტი და ყურადღება არ გადაიტანო მხოლოდ ვინტოვკიდან (სნაიპერის თოფიდან) პროფესიონალურად სროლის და კარგი ფიზიკური ფორმის მქონე გმირზე. არამედ, მასშტაბურად და მთელი სისრულით შეხედო ფილმში ნაჩვენებ პრობლემას.

ეს ერთ-ერთი ისეთი ფილმთაგანია, რომლის ყურების შემდეგაც გაკვირვების გრძნობა მიჩნდება, როგორ აძლევენ ჰოლივუდში ნებას მსგავსი ფილმების გადაღებისათვის?

 

http://bit.ly/1a3j6tv

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s