Moon Over Parador (1988)

2

IMDB – 5.7

IMDB-ის რეიტინგის მიხედვით, ეს ფილმი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულობით, თუმცა ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პაროდიაა პოლიტიკურ თემაზე. მსგავსი ჟანრის ფილმები, ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებების შეკვეთად წარმოგვიდგენია – Moon Over Parador-ის რეჟისორი კი, ვფიქრობ სრული თავსუფლებით სარგებლობდა ამ ფილმის გადაღების დროს.

 

საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მსახიობი, ჯეკ ნოა, არაფრით გამორჩეული როლის შესასრულებლად მიდის დიქტატორულ სახელმწიფოში, პადატორში, სადაც მას მოუწევს ითამაშოს ყველაზე მთავარი როლი თავის სიცოცხლეში – თვით პადატორის დიქტატორის, ალფონს სიმსის. იმდენად, რამდენადაც დიქტატორი გარდაიცვალა არჩევნების წინ, უშიშროების სამსახურის უფროსმა აიძულა მსახიობი ჯეკ ნოა, ეთამაშა დიქტატორის როლი, რათა განეხორციელებინა საკუთარი ინტერესები. მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – როლში შესვლისას ჯეკ ნოამ, მისთვის გასაოცრადაც კი, აღმოაჩინა საკუთარ თავში ლიდერის თვისებები.

ქვეყნის დიქტატორს ქმედებებს კარნახობს და აკონტროლებს ამავე ქვეყნის უშიშროების სამსახურის უფროსი (რომელსაც განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში), შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკასაც იგი განსაზღვრავს. ერთი შეხედვით დამოუკიდებელი და პარალელურად დიქტატორი, პადატორის პრეზიდენტი, მარიონეტია ქვეყნის ყველაზე მდიდარი 14 ოჯახის ინტერესების გამტარებელი მანიპულატორის ხელში. 

ფილმის მთავარი მესიჯი არის ნებისმიერი ხელისუფლებისათვის და ნებისმიერი პოლიტიკური წყობისათვის ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა: როდესაც პადატორის (ქალაქი, სადაც მიმდინარეობს მოქმედება) ორი მოქალაქე (პოლიციელი) მსჯელობს თუ ვის უნდა მისცეს ხმა მიმდინარე არჩევნებზე, მაშინ როცა არჩევანი არც თუ ისე სახარბიელოა – ასარჩევ სუბიექტს წარმოადგენს ორი პარტია: წითელი და ლურჯი, ამათგან ორივეს ლიდერი ერთია – მოქმედი დიქტატორი, ერთი მათგანი ამბობს: “მე ხმას მივცემ ლურჯების პარტიას”, მეორე კი პასუხობს: “გინდა წითელ პარტიას მიეცი ხმა, გინდა ლურჯს, შენი ასარჩევია, ჩვენთან ხომ თავისუფალი დიქტატურაა”. ( http://www.youtube.com/watch?v=VJJKQIlYmzg )

აღსანიშნავია ერთი ეპიზოდიც, როდესაც დიქტატორის სიკვდილის შემდეგ ამერიკელი მსახიობი ირგებს მის როლს გარკვეული პერიოდით. მსახურები ამჩნევენ ცვლილებას და რწმუნდებიან რომ მათ დიქტატორს განასახიერებს სხვა ადამიანი. ერთ-ერთი მსახურის ფრაზა არის: “ჩემთვის სულ ერთია ვის მოვემსახურები, თუ მეუბნებიან, რომ ის დიქტატორია და ამასთანავე ის იქცევა, როგორც დიქტატორი, რა მნიშვნელობა აქვს. რატომ უნდა დავარღვიოთ სიმშვიდე?”

ფილმი მიეკუთვნება პოლიტიკური, პაროდიული ჟანრის კომედიას, რომელიც არც ისე ხშირია კინომატოგრაფიის ისტორიაში.

http://bit.ly/17AwfvH

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s