Welcome to Sarajevo (1997)

nash_film-lede-1

IMDB – 6.8

ვუდი ჰარელსონი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ჰოლივუდის მსახიობია. მისი ჰაბიტუსის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიერ შესრულებული უარყოფოთი როლის წარმოდგენა. ვერ იტყვი, რომ ამ ფილმში შესრულებული მისი როლი ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი კარგი როლი აქვს.

 

ფილმის მთავარი გზავნილი ის არის, რომ აჩვენოს მაყურებელს, როცა პოლიტიკანები და ხელისუფლებები უმოქმედო პოზიციას არჩევენ ომების და მასობრივი გენოციდის დროს, მხოლოდ დამკვირვებლები არიან სხვის ან თუნდაც საკუთარი ქვეყნის ომში, მაინც არის შესაძლებელი თუნდაც მცირედი რაიმეს შეცვლა – თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

1992 წელი. ბოსნიის დედაქალაქი სარაევო მთლიანად განადგურებულია. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ჟურნალისტების ჯგუფი, ფლინის (ვუდი ჰარელსონი) ხელმძღვანელობით, მთელი დატვირთვით მუშაობს სახიფათო ადგილებიდან, რომ მთელს მსოფლიოს გააგებინოს არსებული სასტიკი რეალობა. ბრიტანელი რეპორტიორი, ჰენდერსონი (სტეფან დილეინი), ეხმარება ამერიკელი მისიის ხელმძღვანელს, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაში.

რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ამ დროს დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, თუნდაც იმიტომ, რომ მშვიდობიან დროსაც ადამიანებს სჭირდებათ კომფორტი, გვერდში დგომა, მაგრამ აბა დაფიქრდით, იქნებ გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისათვის ისიც კი საკმარისი იქნება, თუ თქვენ მათ გაუნაწილებთ იმას, რაც გაგაჩნიათ?

ფილმში არის ერთი გამორჩეული მომენტი, როცა ერთ-ერთი გმირი პირობას დებს, რომ სარაევოში, ქუჩაში ჩაატარებს კონცერტს, როდესაც ის (სარაევო) პირველ ადგილს დაიკავებს ყველაზე საშიშ ქვეყანათა რიგში, მთელს მსოფლიოში. მანამდე, კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ბოსნიის ქალაქ სარაევოში მომხდარი მკვლელობები, ძალადობა და სხვა არაადამიანური ქმედებების მიხედვით, იგი მხოლოდ იმ ქვეყნების ათეულთა რიგში შევიდა, რომლებიც ყველაზე საშიშ ადგილად ითვლებოდა მსოფლიოში… ამაზე მეტი ცინიკური განცხადების მოსმენა, დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია.

… ფილმის ბოლოს ჩვენ ვხდებით თვითმხილველები, თუ როგორ ასრულებს ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი საკუთარ თავთან დადებულ პირობას.

 

http://bit.ly/12XzcTB

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s