The Kite Runner (2007)

500full

IMDB – 7.6

ფილმი გადაღებულია ავღანელი მწერლის, ჰალედ ჰოსეინის, რომანის “ქართან მორბენალი” (The Kite Runner) – ის მიხედვით. საბჭოთა კავშირ-ავღანეთის კონფლიქტის დროს, 1979 წელს მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ავღანეთი და მიეღო პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში.

სიუჟეტი არის – ღირსებაზე, მეგობრობაზე, ღალატზე, დანაშაულის გრძნობაზე, წინაპრების (მამების) მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომელთა გამოსწორებაც სავალდებულო ხდება შვილებისთვის. ფილმის მთავარი გმირი არის ორი პატარა ბიჭი, ამირ და ჰასანი, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ, მხოლოდ – ერთი არისტოკრატია, მეორე კი მისი მოსამსახურე. მიუხედავად იმისა, რომ ერთად გაიზარდნენ და წლების მანძილზე განუყრელები იყვნენ, ამირს ერთხელაც არ უთქვამს ჰასანისთვის ის ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად უნდოდად გაეგონა მას – არასოდეს უთქვამს, რომ ის მისი მეგობარია. ჰასანი კი მზად იყო მისთვის სიცოცხლეც კი ეჩუქებინა.

ფილმში არის ეპიზოდი, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად გადმოსცემს ამ ორი მეგობრის შინაგან ბუნებას: როდესაც ამირი უკითხავს ჰასანს, მის მიერ დაწერილ მოთხრობას ადამიანზე, რომლის ცრემლებიც მარგალიტებად იქცეოდა და იმისათვის რომ ეტირა, საკუთარი ცოლი გაიმეტა. მიზანი კი იყო – გამდიდრების სურვილი. მაშინ ჰასანი ეკითხება ამირს: – “ამირ, რატომ მოკლა საკუთარი ცოლი?” – “ნუთუ ვერ გაიგე? იმიტომ რომ თითოეული ცრემლი მარგალიტად გადაექცია”, “კი, მაგრამ, ამისთვის ხომ საკმარისი იყო ხახვი გაეფცქვნა”.

სიუჟეტში გადმოცემულია თუ რამდენად ძლიერია, ადამიანის გრძნობა, რომელზეც გავლენის მოხდენა არ შეუძლია გარე პირობებს. გრძნობების შეცვლა არ შეუძლია სიშორეს, მეგობრობა არ ქრება დაშორებით და შუძლებელია გაქრეს სიყვარული, რომელიც გულში ცოცხლობს. მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, ამავე დროს ბევრი რამ გააჩნდათ საერთო, ერთად თამაშობდნენ იმ დროისთვის ქაბულში გავრცელებულ “ფრან”-ს და ერთად ცხოვრობდნენ “ოცნების სასახლეებში”, რომლებსაც თავად იგონებდნენ.

“ფრანის” გაშვება ამავდროულად თითქოს მეტაფორაა ამ ორი პატარა ბიჭის ისტორიაში, რომელთა ცხოვრების გზებიც ასევე გაიტაცა ქარმა სხვადასხვა მიმართულებით. ბავშვობაში ჩადენილი ქმედება თუ უმოქმედობა, მოსვენებას არ აძლევს ამირს წლების მანძილზე. წლების მანძილზე ინახავდა ამირი საიდუმლოს, როდესაც საკუთარი სილაჩრის გამო მეგობარი მარტო დატოვა განსაცდელში, რამაც მათ ცხოვრებაზე გარდამტეხი როლი ითამაშა. 20 წლის შემდეგ, როდესაც იგი სამშობლოში დაბრუნდა, და მას მიეცა შანსი გაეწმინდა სინდისი და ჩაედინა ღირსეული საქციელი, მანაც არ დააყოვნა, რის შემდეგაც საშუალება მიეცა შვებით ამოესუნთქა.

ფილმის ნახვის შემდეგ, გამიჩნდა არა მარტო წიგნის წაკითხვის სურვილი, არამედ, დამეგუგლა 1979 წლის სსრკ-ავღანეთის ომი და მომეძიებინა მისი მიზეზები.

 

http://bit.ly/1a944Wt

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s