Green Zone (2010)

SPL24459_006

IMDB – 6.9

ფილმი გადაღებულია ვაშინგტონ პოსტის, სამხედრო კორესპონდენტის, რაჯივ ჩანდრასეკარანის ნაწარმოების “იმპერატორის სასახლე ზურმუხტის ქალაქში” მიხედვით.

ის, რომ დოკუმენტური ჟანრი არის გამოყენებული, ნამუშევარი აშკარად იგებს. აქ არ არის მასიური ბრძოლის სცენები და მოცემულია მხოლოდ ლოკალური დაძაბულობის და ბრძოლების ცალკეული ეპიზოდები.

მიმაჩნია, რომ ეს მეტ დეიმონის საუკეთესო როლია.

ფილმის სიუჟეტი ასეთია: 2003 წლის მარტში, შეერთებული შტატების არმია შეიჭრა ერაყში, იმ საბაბით, რომ მასობრივი ქიმიური იარაღი გაენადგურებინა, რომელიც თითქოსდა გააჩნდა სადამ ჰუსეინის ხელისუფლებას. შეერთებული შტატების ოფიცერს, როი მილერს (მეტ დეიმონი), ეჭვი ეპარება დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში, რადგან პირადად არაერთი შემოწმების შედეგად, არც ერთი უშიშროების სააგენტოს სპეციალური სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემი არ დადასტურდა. რის შემდეგაც, მას უჩნდება კითხვა: არსებობდა თუ არა სინამდვილეში იარაღი? ცენტრალური უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსთან და “უოლ სტრიტ ჟურნალის” ცნობილ კორესპონდენტთან გასაუბრების შემდეგ, მას კიდევ უფრო განუმტკიცდა მისი პირველადი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ. ფაქტიურად, ის მარტო რჩება სისტემის წინააღმდეგ (თუ არ ჩავთვლით, ცენტარლური უშიშროების სააგენტოს მაღალჩინოსანს, მარტინ ბრაუნს (ბრენდან გლისონი), რომელსაც პარალელურად, საკუთარი ინტერესებიც გააჩნია).

არავისთვის არ იქნება სიახლე, იმის აღიარება, რომ ფილმის უმთავრესი მესიჯი არის შემდეგი: მასობრივი განადგურების იარაღი არ არის ნაპოვნი, ომი კი ერაყში დაწყებულია მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებისთვის. იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებს განეხორციელებინა თავისი ინტერესები, საჭირო იყო საბაბი, რაც დროულად და ადვილად გამოინახა: ცენტრალური უშიშროების სააგენტოს მაღალჩინოსნის მიერ მოწოდებული მცდარი ინფორმაციის თანახმად, სადაც ის ადასტურებდა მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას ერაყში. შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არც კი შეუმოწმებია მიწოდებული მასალების სინამდვილე – მისი მიზანი ხომ სადამ ჰუსეინის მმართველობას შეცვლა იყო.

მრავლის მთქმელი ეპიზოდია, როდესაც ჯორჯ ბუში მასობრივი საინფორმაციო საშუალებით აცხადებს, რომ ერაყს მთლიანად აკონტროლებს შეერთებული შტატების ხელისუფლება, მაშინ როცა სიმართლეს არ შეესაბამება (რაც ნათლად ჩანს მისი განცხადების შემდგომ ეპიზოდში).

შეიძლება პათოსად გამოჩნდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეტ დეიმონის მიერ შესრულებული შეერთებული შტატების ოფიცრის, როი მილერის, პერსონაჟის მსგავს ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ შეცვალონ სამყარო უკეთესობისაკენ. თუ ადამიანისთვის საკუთარი პრინციპების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი, მაშინ ისე უნდა მიიყვანოს ბოლომდე, როგორც ეს მეტ დეიმონის პერსონაჟმა შეძლო. მნიშვნელოვანია მის მიერ ნათქვამი ფრაზაც: “როგორ ფიქრობთ, ასეთი მძიმე სახის დაშვებული შეცდომების შემდეგ, ამერიკას ენდობა მსოფლიო მეორედ?”

“არ არის საჭირო, ადამიანებს თავს მოახვიო საკუთარი ფასეულობები და ცხოვრებისეული პრინციპები. მათ შორის დემოკრატიაც” რასაც ადასტურებს ფილმის ბოლო კადრებიც.

ფილმის ნახვის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება საინტერესო კითხვა: თუ ამერიკელებს მართლაც სხვა პოზიცია გააჩნიათ, ე.ი. დამნაშავეები მხოლოდ მაღალჩინოსანი ჩინოვნიკები და “ცუდი” პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ამერიკელმა მოქალაქეებმა თავად აირჩიეს.

http://bit.ly/1a94lss

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s