The Kingdom (2007)

1313

IMDB – 7.0

დრამატული, მძაფრსიუჟეტიანი (ბოევიკი) ფილმი, რომელშიც მოქმედება ვითარდება საუდის არაბეთში, იქ, სადაც არაბები “თანაცხოვრობენ” ამერიკელებთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის – ნავთობის გამო.

 

ფილმის სიუჟეტი ასეთია: საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს ეწირება ნავთობმომპოვებელი კომპანიის იმ დასახლების დიდი ნაწილი, რომელსაც შეერთებული შტატების მოქალაქეები წარმოადგენენ. ადგილობრივი ხელისუფლება წინააღმდეგია დანაშაულის დადგენაში მონაწილეობა მიიღოს შეერთებული შტატების მხარემ, თუმცა მზად არიან მიიღონ არაოფიციალური დახმარება, რის შემდეგაც ადგილზე ჩადის ფედერალური ბიუროს 4 წარმომადგენელი.

რა თქმა უნდა, ვერც ამ ფილმში აუარეს გვერდი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მაღალჩინოსნების კორუფციის თემას. ფედერალური ბიუროს თანამშრომელი ფლერი (ჯეიმს ფოქსი) ვალდებული ხდება შანტაჟის ფორმა გამოიყენოს საუდის არაბეთის კონსულის მიმართ, რათა მიიღოს თანხმობა საგამოძიებო ჯგუფის დახმარებით ადგილზე მიიღოს მონაწილეობა ტერორისტული აქტის გამოძიებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი კი საერთოდ უარით ისტუმრებს ფედერალური სააგენტოს უფროსის თხოვნას მონაწილეობა მიიღონ გამოძიებაში.

თუმცა ალბათ, რეჟისორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ არანაირ “აფიშირებულ” პატრიოტიზმს, ფილმში ადგილი არა აქვს. მთელი მიმდინარეობის მანძილზე მაყურებელი ხედავს, თუ როგორ ცდილობენ ფედერალური ბიუროს აგენტები ადამიანური ურთიერთობის დამყარებას და საერთო ენის გამოძებნას არაბებთან.

სხვა, ბევრი ამერიკული ფილმებისგან განსხვავებით, ფილმი არ წარმოადგენს პროპაგანდისტულ ნამუშევარს. აქ არ არის ნაჩვენები “კარგი” ამერიკელები და “ცუდი” არაბები. ადგილი აქვს დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის გამოძიებასაც არანაკლები მონდომებით ცდილობენ, ისევე როგორც ფედერალური ბიუროს, აგრეთვე საუდის არაბეთის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებიც. უფრო ღრმად თუ შევხედავთ ფილმის სიუჟეტს, იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – შეერთებული შტატები საუდის არაბეთის პრინცის და მისი გარემოცვისგან ყიდულობს ნავთობს, რის შედეგადაც მდიდრდება ძალიან მცირე ნაწილი, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი კი წინააღმდეგია ამ გარიგების. სწორედ, მოსახლეობის ამ ნაწილს უწოდებენ “ტერორისტებს”, როგორც წესი.

მთავარ მესიჯს კი, ფილმის რეჟისორი, ახმოვანებს სულ ბოლოს – ორივე მხარე მზად არის საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოლონ ბოლომდე. 

 

http://bit.ly/15tgiRj

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s