The Candidate (1972)


18350_1

IMDB – 7.1

ყველასათვის ცნობილია ფაქტი, რომ რობერტ რედფორდი არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი და რეჟისორია, არამედ აქტიური სამოქალაქო პოზიციის მატარებელიც არის. სავარაუდოთ, მისმა ინტერესმა პოლიტიკის მიმართ და ღია მხარდაჭერამ დემოკრატიული პარტიისადმი, ითამაშა დიდი როლი – შეესრულებინა მთავარი როლი მაიკლ რიჩის პოლიტიკურ დრამაში The Candidate (1972)

ფილმის რეჟისორი მაიკლ რიჩი და სცენარისტი ჯერემი ლარნერი (ჯერემი ლარნერმა ამ ფილმის სცენარისთვის “ოსკარი” დაიმსახურა) აქტიურად მონაწილეობდნენ 60-იანი წლების ბოლოს მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიებში. ასე, რომ ფილმი მიეკუთვნება ამ ჟანრის მაღალპროფესიულ ნამუშევარს.

ფილმის მთავარი გმირი, ბილ მაკკეი (რობერტ რედფორდი) – ახალგაზრდა, წარმატებული იურისტი, იდეალისტი და დემოკრატიული პრინციპების მატარებელი პერსონაჟია. და როდესაც მას უკავშირდება პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი მარვინ ლუკასის (პიტერ ბოილი) ხელმძღვანელობით, წინადადებით – მონაწილეობა მიიღოს კალიფორნიის შტატის სენატორის არჩევნებში, მაშინ როცა წინასწარ ცნობილია, რომ გამარჯვების შანსი თითქმის არ არსებობს, ის თანხმდება მონაწილეობაზე იმ პირობით, რომ მას ექნება სრული თავისუფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მიიტანოს ფართო მასებამდე საკუთარი მემარცხენე ლიბერალური პრინციპები, აგრეთვე ღიად ისაუბროს მისთვის საინტერესო და პრობლემატურ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მაკკეი ათვითცნობიერებს იმ ფაქტს – არჩევნები მისთვის წარუმატებელი იქნება – ის, პოლიტიკოს მამასთან კონსულტაციის შემდეგ, თანხმდება პირობას. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ახალგაზრდა ნეოფიტი (ახლადგამომცხვარი) პოლიტიკოსი თავისი გულწრფელი დამოკიდებულების გამო, რესპუბლიკელი კანდიდატის რეალურ მოწინააღმდეგედ გვევლინება. თუმცა, შეუმჩნეველი არ რჩება მედლის უარყოფითი მხარეც – როგორ იცვლება ახალგაზრდა კანდიდატის პერსონაჟი მთელი კამპანიის მანძილზე, არჩევნების დასრულებამდე. თუ მანამ, პოლიტიკურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელი მაკკეი, ცდილობდა მცირედი მაინც რეალურად გაეკეთებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, პიარშიკებთან მუშაობის შემდეგ, ის მზადაა  ამომრჩეველთა ფართო მასებს მისცეს ისეთი დაპირებები, რომლის შესრულების შანსიც კი არ არსებობს. თუ დასაწყისში ის გულწრფელად პასუხობდა კითხვაზე: “რა პოზიცია გააჩნია გადასახადებთან დაკავშირებით” – “არ ვიცი”, კამპანიის დასრულებამდე მისი პასუხი იმავე კითხვაზე უკვე განსხვავებული იყო: “ეს საკითხი ჯერ კიდევ დეტალურად არის შესასწავლი”. იდეალიზმის ადგილს იკავებს ჯანსაღი ცინიზმი.

დამაფიქრებელია ახალგაზრდა კანდიდატის მამის (ყოფილი გუბერნატორის და გამოცდილი პოლიტიკოსის, რომელსაც არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა შვილთან, სანამ მან კენჭი არ იყარა სენატორის პოსტზე) მიერ წარმოთქმული ფრაზაც ფილმის დასასრულს, როდესაც უკვე შემაჯამებელი შედეგები გახდა ნათელი – “შენ უკვე პოლიტიკოსი ხარ”. ის ყოველთვის მზად არის მისცეს შვილს “სწორი” რჩევა და საჭირო დროს დააკავშიროს “საჭირო” ადამიანებს.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი მომენტია, ორი კანდიდატის დებატები, როცა დემოკრატების ახალგაზრდა კანდიდატი, წინასწარ მომზადებული სიტყვის ნაცვლად, ამბობს იმას, რასაც ნამდვილად ფიქრობს და რაც ნამდვილად აწუხებს, თუმცა, მისი უკვე არავის ესმის: ერთნი ფიქრობენ რომ ეს იმპროვიზაცია და მოწანააღმდეგისთვის დარტყმის მიყენებაა, მეორენი კი – დაუშვებლად მიიჩნევენ წინასწარ მომზადებული გეგმიდან გადახვევას. ამის შემდეგ კი მთავრდება ყოველგვარი იდეალები და ჩნდება მხოლოდ დასახული მიზნისკენ სწრაფვა.

აღსანიშნავია რობერტ რედფორდის ძალიან კარგი თამაშიც, რომელმაც კარგად შეიგრძნო მთავარი პერსონაჟის შინაგანი ბუნება და ზედმეტი ემოციების გარეშე გადმოსცა მისი გმირის სახე: პერსპექტიული, დადებითი ახალგაზრდა, რომელსაც გარემოებების გამო მოუწია სწრაფად “გაზრდა”, პარალელურად კი ვალდებული გახდა გადაეხედა და კორექტირება გაეკეთებინა საკუთარი შეხედულებებისთვის ბევრ საკითხზე, რაღაც ფასეულებები კი უბრალოდ, უკან მოეტოვებინა.

მაიკლ რიჩის ამ ნამუშევარს მთელი მიმდინარეობის მანძილზე გასდევს ერთგვარი დაძაბულობა, რომელიც საშუალებას აძლევს, მაყურებელს დახვეწილი ფორმით აჩვენოს, მთავარი გმირის ტრანსფორმაცია, ამასთან ერთად ოსტატურად არიდებს თავს, საკუთარ შეფასებებს, უტოვებს რა მაყურებელს არჩევანის თავისუფლებას.

The Candidate (1972) IMDB – 7.1, All the President’s Men (1976) IMDB – 8.0  და Three Days of the Condor (1975) IMDB – 7.5 ისევ და ისევ პოლიტიკურ თემებზე გადაღებული ფილმები, რობერტ რედფორდის მონაწილეობით – ნათლად ასახავს შიდა პოლიტიკურ სამზარეულოს, ითვალისწინებს რა, მაყურებელთა დაინტერესებას ამ საკითხის მიმართ.

http://bit.ly/12XNLGt

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s