Brubaker (1980)

1306169338.533127

IMDB – 6.9

ძალიან იშვიათად, მაგრამ ჰოლივუდშიც იღებენ ფილმებს, სადაც ხელისუფლების მანკიერი მხარე ნათლად არის წარმოჩენილი, უმეტესად, ჰოლივუდის “მამების” მონაწილეობით, ან თავად გვევლინებიან რეჟისორებად.

1967 წელს სტიუარდ როზენბერგმა გადაიღო ფილმი “Cool Hand Luke” IMDB – 8.2 , პოლ ნიუმანის მონაწილეობით, რომელიც თითქოს მოითხოვდა არსებული სასჯელაღსრულების სისტემაში კარდინალურ ცვლილებებს. ეს იყო, ერთგვარად ფილოსოფიური იგავი თავისუფლებაზე და თავისუფლებისთვის აუცილებელ ბრძოლაზე, ნებისმიერი საშუალებით.

70-იანი წლების ბოლოს, აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა გარკვეული გავლენა მოახდინეს კონომატოგრაფიაზეც, ფილმები გახდა “მოსაწყენი”. თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც იქმნებოდა ფილმები, ქვყანაში არსებულ მწვავე სოციალურ ფონზე, რომელიც დაფუძნებული იყო კონკრეტულ მაგალითებზე და ეფუძნებოდა რეალურ მოვლენებს.

როზენბერგის წინა ფილმისგან განსხვავებით, მისი 1980 წელს გადაღებული “Brubaker” IMDB – 6.9 , რობერტ რედფორდის მონაწილეობით, გამოხატავდა არა ბუნტს, მანკიერი სისტემის შესაცვლელად, არამედ, კონსტრუქციულ მიდგომას და რეფორმების გატარების აუცილებლობას.

ფილმი გადაღებულია რეალური ისტორიის მიხედვით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1967-1968 წლებში შტატ არკანზასში – არსებულ ციხეში მომხდარ მოვლენებზე და რეფორმებზე, რომლის გატარებასაც ცდილობდა მისი იმ დროინდელი ციხი უფროსი, ტომას მერტონი (რომელიც აგრეთვე მონაწილეობდა ფილმის გადაღებისას, როგორც კონსულტანტი). მერტონმა მოკლე ხანში მოახერხა სასჯელაღსრულების სისტემის მანკიერი მხარე გამოეტანა სააშკარაოზე, რასაც მოჰყვა შტატის გუბერნატორის და მთელი რიგი მაღალჩინოსნების გაღიზიანება, შედეგად კი – ტომას მერტონის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან.

ფილმის მთავარი გმირი, ციხის უფროსი (რობერტ რედფორდი), იმისათვის რომ უკეთ გარკვეულიყო არსებულ პრობლემებში, უცნაურ მეთოდს მიმართა: დანიშვნისთანავე ის მოგვევლინა ჩვეულებრივ დამნაშავედ და შეეცადა ციხის შიგნიდან დაეწყო ყველაფრის შესწავლა (სადაც გამეფებული იყო ძალადობა, კორუფცია და არაადამიანური მოპყრობა).  რის შემდეგაც, აქტიურად დაიწყო, მის დაქვემდებარებაში არსებული ციხის რეფორმის გატარება, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, არა მსჯავრდებულებში ან დაცვის თანამშრომლებში, არამედ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში არსებული ტენდერებისა და კორუფციის ხარჯზე იკვებებოდნენ, როგორც წესი.

ასეთ სიტუაციაში რობერტ რედფორდს მიეცა შანსი მაყურებლისთვის ეჩვენებინა – ნამდვილი, პრინციპული გმირის პერსონაჟი, რომელიც მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, რასაც, ჩემი აზრით, ბრწყინვალედ გაართვა თავი და გვაჩვენა – საინტერესო, პრინციპული და არაერთგვაროვანი გმირის სახე. ფილმში თავიდან ბოლომდე გადმოცემულია ერთი ადამიანის ბრძოლა, რომელმაც დაიმსახურა პატივისცემა (არა მხოლოდ მსჯავრდებულებში, არამედ კორუმპირებულ დაცვის თანამშრომლებშიც) თავისი პრინციპულობით და უკომპრომისობით.

ფილმის მეორე ნაწილი სიმძაფრით განსხვავდება პირველი ნაწილისგან, რადგან თუ დასაწყისში მოვლენები გაცილებით მწვავედ მიმდინარეობს, რეფორმების დაწყების გამო – ლოგიკურია, რომ ფილმის მეორე ნაწილი ეთმობა ამ რეფორმების ყოველდღიურ განხორციელებას და რუტინულ სამუშაოს.

საინტერესოა, როგორც ფილმის სიუჯეტი, ასევე საინტერესოდ არის გადაწყვეტილი მისი ჩვენების ფორმაც. თუმცა, განმეორებითი ყურების სურვილი, ალბათ, 1-2 წელიწადი აღარ გამიჩნდება, რაც განპირობებულია სიუჯეტის სიმძიმით და თემის სპეციფიურობით.

http://bit.ly/1fqhdaQ

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s