“Nuovo Cinema Paradiso” (1988)

IMDB – 8.4

Jaunais-kino-Paradiso_f52507

 

ფრანგული ფილმი თუ ღრმა, ფსიქოლოგიური ხასიათისაა, იტალიური ისეთი გრძნობით სავსეა, რომ მთელი სულით და გულით განიცდი და თუ სევდიანია, გულგრილს ვერ დაგტოვებს, აუცილებლად აგატირებს.

ასეთი ფილმია ჯუზეპე ტორნატორეს (Giuseppe Tornatore) “Nuovo Cinema Paradiso”, რომელიც ნაწილობრივ, ავტობიორაფიული ხასიათისაა, ისევე როგორც, მთავარი პერსონაჟი, ჟუზეპე ტორნატორემაც კინომატოგრაფია ადრეულ ასაკში გაიცნო და შეიყვარა იგი. თავდაპირველად ის მუშაობდა კინომექანიკოსად, ფოტოგრაფად, იღებდა მოყვარულ და დოკუმენტურ ფილმებს, სანამ შექმნიდა მის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფილმს – “Nuovo Cinema Paradiso”. ფაქტიურად, ამ ფილმში იგი სიყვარულში გამოუტყდა კინომატოგრაფიას.

თუმცა, იმდენად რამდენადაც, ჯუზეპე ტორნატორემ ბავშვობა 60-იან წლებში გაატარა, ალბათ, უნდა მონატრებოდა სწორედ ეს წლები, მაგრამ მან აქცენტი შეგნებულად გააკეთა ნეორეალიზმის ეპოქაზე და მთავარი პერსონაჟიც სწორედ იმ ეპოქიდან წარმოაჩინა, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ განიცდიდნენ გაუცხოებას. მომდევნო ათწლეულებში ტელევიზიის გამოჩენამ დააჩქარა კინომატოგრაფიის გაქრობა, რამაც გამოიწვია ადამიანების გაუცხოება, რადგან გაქრა ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ემოციური გრძნობების და განცდების ერთმანეთისთვის გაზიარება. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბავშვისთვის და ზრდასრული ადამიანისთვის ერთნაირად იყო გასაგები კინოფილმები. მაშინ, როდესაც ისინი გამოხატავდნენ ადამიანის ირგვლივ თავად ცხოვრებას და ნდობით სავსე დამოკიდებულებით იყვნენ განმსჭვალულნი მაყურებლის მიმართ.

ეს არის ადამიანის სიყვარულის ისტორია კინომატოგრაფიის მიმართ. სიყვარულისა, რომელიც იმდენად ნამდვილი და გულწრფელია, რომ ადამიანის შინაგან ბუნებაზე ღრმა კვალს ტოვებს. ეს არის ისტორია, 10 წლის სალვატორეს სიყვარულის კინომატოგრაფიის მიმართ. მოვლენები ვითარდება სიცილიის პატარა ქალაქში, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს კინომექანიკოსი ალფრედო, რომლის მდიდარ, შინაგან ბუნებას, არაჩვეულებრივად ასახიერებს, ფილიპ ნუარიე. სწორედ, ალფრედომ ითამაშა უდიდესი როლი სალვატორეს პიროვნების ჩამოყალიბებაში, რომელთანაც მრავალი წლის მანძილზე მეგობრობდა.

თითქოს რა ახლობელია სცენა – საღამოობით, კინოში წასვლის ცერემონია, გაწყვეტილი ფირი შუა ფილმის ჩვენების დროს, რეპლიკები, მთავარ პერსონაჟებთან ერთად გადატანილი მათი ემოციური განცდები და ამავე დროს რა შორეული, დღევანდელი გადმოსახედიდან.

პატარა ქალაქის მცხოვრებთათვის კინო მეორე სახლია, სადაც ისინი ბედნიერები არიან. არაჩვეულებრივი სცენაა, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, იღებენ ადგილობრივი მაცხოვრებლების ულამაზესი მოგონებების ტაძარს, კინოთეატრს, ყველას თვალზე ცრემლის დანახვა, არაჩვეულებრივი ენნიო მორიკონეს მუსიკის ფონზე.

მუსიკალურ გაფორმებაზე რომ თქვა – კარგი გამოვიდაო – ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი თქვა საერთოდ. ენნიო მორიკონეს გენიალური, სევდიანი, ნაზი მუსიკა ისე მკაფიოდ და ზუსტად ჯდება ნებისმიერი სცენის ფარგლებში, რომ შეუძლებელია ცრემლის შეკავება.

ფილმი მიეკუთვნება იმ მცირე რიცხვს, რომლის ნახვაც ხელს უწყობს ადამიანის ფორმირებას.

არის ფილმები, რომლებიც ალბათ, არც კი ვიცი, რამდენჯერ მაქვს ნანახი, ეს ფილმი კი ერთხელ ვნახე, ახლახანს – ეს არის კინომატოგრაფიის შედევრი, ხელოვნების საუკეთესო ნიმუში – დახვეწილი და ნოსტალგიური.

http://bit.ly/15fLwfo

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s