One True Thing (1998)

IMDB – 6.8

1329265399-1327505721_

“ბედნიერება ხომ ის არის, დააფასო ის, რაც გაგაჩნია; გვერდით გყავდეთ საყვარელი ადამიანები და ბედნიერება თავისთავად შემოვა თქვენს ცხოვრებაში” – ეს არის ფილმის მთავარი პერსონაჟის შეხედულება.

 

ფილმი გადაღებულია ანა ქუინდლენის (Anna Quindlen) რომანის მიხედვით, კარლ ფრანკლინმა (Carl Franklin) კი შეძლო არაჩვეულებრივად გადაეტანა ეკრანზე ისეთი რთული თემა, როგორც ადამიანების ურთიერთობაა, ისე რომ, ამით კიდევ უფრო არ დაემძიმებინა ფილმი.

სიუჯეტი აგებულია ბევრ პრობლემაზე – დაწყებული ოჯახური პრობლემებიდან, დამთავრებული მთავარი გმირის ნებისყოფის სიძლიერით.

ფილმში არის ყველაფერი – მსახიობების ძალიან კარგი შესრულება, საინტერესო სიუჯეტი, სიღრმისეული მიდგომა ცხოვრების მთავარი ფასეულებებისადმი, და დასაფიქრებელი დასასრული. მთავარი გმირის შემსრულებლის, მერილ სრიპზე მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: ის თავის როლებს კი არ თამაშობს, არამედ – თავიდან ბოლომდე ცხოვრობს თავისი გმირების ცხოვრებით. ის დრო, რასაც უყურებ მისი მონაწილეობით, გავიწყდება რომ მხატვრული ფილმია, იმდენად რეალურად აღიქვამ, უნებურად ერთვები მოქმედებაში და განიცდი ყველაფერს, რასაც რეალურად გრძნობ. ფილმში მერილ სრიპის გმირი, საშუალო ასაკის, ოჯახის დიასახლისი ქალია, რომელსაც უყვარს ბეტ მიდლერის სიმღერები, აქტიურად მონაწილეობს პატარა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყოვლად უანგაროდ. თითქოს არაფრით გამორჩეული,  მაგრამ ფილმის მსვლელობისას, თანდათან ჩვენს თვალწინ იხსნება ძლიერი ნებისყოფის, იშვიათი ხასიათის, მოსიყვარულე ქალი, რომელიც თავისი არსებობით ცხოვრებას უნათებს მისთვის ძვირფას, საყვარელ ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ რენე ზელვეგერის პერსონაჟი, ახალგაზრდა, ამბიციური ქალია, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას, მასში მაინც დარჩენილია სიყვარულის და თანაგრძნობის უნარი. მთელი ფილმის მანძილზე კარგად არის ნაჩვენები, მისი სულიერი ტრანსფორმაცია, რაც გამოიხატება მის გაკეთილშობილებაში. ყოველივე ამის მიზეზი, კი არის, ის, რომ ელენ გოლდენი აღმოაჩენს მთავარ ღირებულებას, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში – რა საჭიროა ცხოვრებაში ნებისმიერი რამ, თუ არ გეყოლება გვერდით საყვარელი ადამიანი, რომელთანაც შეძლებ ყველაფრის გაზიარებას.

უილიამ ჰერტის პერსონაჟს, თუ დაფიქრდებით, ალბათ, არ გაამტყუვნებდით მისი საქციელისთვის: იმდენად მძიმე და მტკივნეულია მისთვის, მეუღლის ავადმყოფობა, რომ ის ცდილობს, განერიდოს პრობლემებს და მლიანად ჩაერთოს მუშაობაში.

ფილმის ყურების შემდეგ, ფიქრდები – რა არის შენთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი? რა გაგაჩნია იმისათვის, რომ იყო ბედნიერი? რას წარმოადგენს შენთვის მთავარი ღირებულება? რა არის ბედნიერება? – პასუხი მარტივია: როდესაც აფასებ მას, რაც გაგაჩნია და გიყვარს, ის, ვის გვერდითაც ხარ – ეს არის ბედნიერება და მთავარი ღირებულება ცხოვრებაში. მთავარია, ამას მიხვდე, მანამ სანამ დაკარგავ ამ ყველაფერს.

სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ იწყებ ბედნიერების დაფასებას, როდესაც მას კარგავ. ეს იგივეა, ისუნთქო სუფთა ჰაერით: ფილვები ხარბად ისუნთქავენ სუფთა ჰაერს, ამ დროს არ ფიქრობ ამაზე, ძალაუნებურად ისუნთქავ ერთი მეორეს მიყოლებით, კვლავ და კვლავ. მაგრამ თუ წაგართმევენ სუნთქვის საშუალებას – იღუპები, თუ შეგიზღუდავენ სუნთქვის საშუალებას – იფიქრებ მხოლოდ იმაზე, რომ არ დაიხრჩო. საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ ნიშნავს მთლიანად ჰაერის გარეშე დარჩენას, ეს ნიშნავს თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობის დაკარგვას. სწორედ ამაზეა ეს არაჩვეულებრივი ფილმი მთლიანად. ერთი შეხედვით, თითქოს ბანალურობამდე უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, საოცრად რთული. ალბათ, ერთ-ერთია იმ იშვიათ ფილმებს შორის, რომელიც გულის სიღრმემდე განგაცდევინებს იმ სითბოს და სიკეთეს, რის ნაკლებობასაც განიცდის დღეს ზოგადად, ადამიანი.

ეს ფილმი არის იმაზე, თუ რამდენად ხანმოკლეა ცხოვრება და რამდენად ძვირფასია ყოველი წუთი. კიდევ რთულ ადამიანურ ურთიერთობებზეა, რაშიც გარკვევა ძალიან ძნელია. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს ფილმი არის დიდ სიყვარულზე. იმაზე, თუ როგორი გაფრთხილება სჭირდება უკვე აღმოჩენილ ნამდვილს და ყველაზე ძვირფასს.

მუსიკალური გაფორმებაც არაჩვეულებრავად ჯდება ფილმის ხასიათში – ბეტ მიდლერის (Bette Midler)  «My One True Friend» .

ფილმის ყურების დასრულებისას, სურვილი გიჩნდება დაურეკო შენთვის საყვარელ, ძვირფას ადამიანებს და უბრალოდ, მოიკითხო ისინი.

პ.ს. ფილმი, რომელიც გათბობს.

 

http://bit.ly/15J2kim

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s