Idiocracy (2006)

IMDB – 6.4

how-about-luke-wilson-in-idiocracy-10780-1266297493-11

 

   მიუხედავად, იმისა, რომ მაიკ ჯაჯის ფილმმა “იდიოკრატია” კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ფართო მასებში პოპულარობა ვერ მოიპოვა.

   ფილმის სიუჯეტი ასეთია: საიდუმლო, სამხედრო ექსპერიმენტის შედეგად, უბრალო სამხედრო მასამსახურე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აღმოჩნდნენ 2505 წელში, სადაც ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები დედამიწაზე, ვინაიდან პლანეტის მოსახლეობამ ამ ხნის განმავლობაში განიცადა დეგრადაცია სრულ იდიოტიზმამდე.

   თუ ფილმს განვიხილავთ, სიუჯეტიდან და მსახიობების თამაშიდან გამომდინარე, ობიექტურად მივიღებთ მხოლოდ – დამაკმაყოფილებელ შეფასებას. მაგრამ თუ შევეცდებით, სხვა მხრიდან დავინახოთ ის აზრი, რაც მასში ჩადეს ავტორებმა, დავინახავთ იმ წარმოუდგენელ და შორეულ მომავალს, საითაც ნელ-ნელა მიემართება სამყარო: როდესაც უმთავრესი გახდა ყოფითი პრობლემები, როდესაც ყველამ დაიწყო ცხოვრება დღევანდელი დღით, როდესაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ტელევიზორის ყურება, ვიდრე წიგნების კითხვა და როდესაც მეცნიერებისთვის პრიორიტეტული გახდა “თმის ცვენის” პრობლემების გადაჭრა – სწორედ, მაშინ დაიწყო “გამყინვარების”, დეგრადაციის პერიოდი მთელი კაცობრიობის. ფილმში ძალიან კარგად არის გადმოცემული ის სამყარო, პრიმიტიული და განუვითარებელი, სადაც ცხოვრობენ “ბედნიერი ადამიანები, ბედნიერი მომავლიდან”, რომელიც გამოხატულია სარკაზმით და ირონიით. ძალაუნებურად ადარებ დღევანდელობას იმ სამყაროს, რომელსაც გვიწინასწარმეტყველებენ ფილმის შემქმნელები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პოულობ მსგავსებას. თუნდაც, როგორც ერთ ეპიზოდშია – პრიმიტიული სერიალი, რომელსაც ინტერესით უყურებენ ადამიანები – თუ გადავხედავთ დღევანდელობას, ადვილად მოვძებნით მსგავსებას: საინტერესო ფილმები სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვხვდება, საავადმყოფოებში ბევრია არაკვალიფიციური ექიმი (ისევ პარალელი ფილმიდან), უდანაშაულოდ იჭერენ ადამიანებს, სახელმწიფოების მეთაურები დამნაშავეები არიან და ზოგადად, საზოგადოების დეგრადაცია პიკს აღწევს. 

   ერთადერთი რაც მოეთხოვება მომავლის “ჭკვიან” ადამიანს ეს არის – ზოგადი შეხედულება ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი, შეეძლოს კითხვა და საუბარი. წარმოდგენა ჰქონდეს, რომ მცენარეს ესაჭიროება მორწყვა წყლით. როდესაც საზოგადოებაში აღარ არსებობს ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა აქვს ასეთ მარტივ საქმიანობაზე – წარმოიშვება იდიოკრატია. 

   შეიძლება იქვას, ფილმი წარმოადგენს ჩვენი თანამედროვე საზოგადოების და მისი იდეალების საკმაოდ მძაფრ, დახვეწილ სატირულ ჟანრს . და მიუხედავად, ავტორის მიერ არასერიოზულად ფორმით გადმოცემული სიუჟეტის, ფილმი ძალიან სერიოზული, ღრმა ხასიათისაა. 

   ფილმში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ყველანაირ დემოკრატიას, დემოკრატიული ღირებულებების პედალირების და ამასთანავე, რეალობის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივყავართ მასობრივი გონებრივი შეზღუდულობისკენ და დეგრადაციისკენ.   

   ამასანავე, ფილმი აიძულებს მაყურებელს დაფიქრდეს არსებულ პრობლემებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ შეერთებულ შტატების ცხოვრების წესს და თანამედროვე კულტურას.

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s