Les deux mondes (2007)

IMDB – 5.4

804730

   თუ გინდათ ნახოთ კომედია, რომელიც აქამდე ნანახი კომედიებისგან გამოირჩევა, გირჩევთ უყუროთ.

   ჟანრში, დახასიათებაში ეწერა რომ – ფანტაზიაა, თუმცა, ფილმი არც მეტი, არც ნაკლები, დენიელ კოენის (ჯოელ და იტან კოენებში არ შეგეშალოთ) ალეგორიული ტრაგიკომედიაა.

   ბენუა პულვარდის მთავარი პერსონაჟი, ადგილს ვერ პოულობს 2 პარალელურ სამყაროს შორის. მეორე “პარალელურ სამყაროში” არსებული, გიგანტური კაციჭამია, ალეგორიული პერსონაჟია, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა, თავად – ცხოვრება, რომელიც თავის გზაზე ანადგურებს ყველას, ვინც ცხოვრების დინებას მიჰყვება, სხვაგვარად რომ ვთქვათ: ხელებს ჩამოუშვებს და ბრძოლას წყვეტს.

   მნიშვნელოვანია, ფილმის ფსიქოლოგიური მხარე: როდესაც ფილმის მთავარი გმირის, რემის, ცხოვრებაში დიდხანს გრძელდება მაცხის “შავი ხაზი”, ამ დროს იწყება სწორედ მისი მოგზაურობა მეორე, პარალელურ სამყაროში, სადაც იგი ხდება ქვეყნის მმართველი, რაზეც მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო რეალურ საყაროში. ალეგორიული თვალთახედვით, ეს არის სიგნალი – ცვლილებების.

   და მხოლოდ, მას შემდეგ, რაც პარალელურ სამყაროში მიაღწია წარმატებებს, რამაც ხელი შეუწყო თვითშეფასების ამაღლებას საკუთარ თავში, ფილმის მთავარი გმირი, რემი, ტოვებს პარალელურ სამყაროს და უბრუნდება ოჯახს.

  ემოციური ელემენები იმდენად ღრმაა ფილმში, რომ ეჭვი გინჩნდებათ, მიაკუთვნოთ თუ არა ფილმი კომედიათა ჟანრს.

   თუმცა, სიუჟეტი გამოვიდა ძალიან ორიგინალური, დახვეწილი, მახვილგონივრული და ალეგორიული ხასიათის.

  http://www.hdkinoteatr.ru/comedy/2138-les-deux-mondes.html

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s