Nothing to Declare (2010) "Rien à déclarer" (სახელწოდება ორიგინალში)

IMDB – 6.3

rien1227_1_innerbig

   კომედია მოგვითხრობს, 90-იან წლებში ევროპის შესვლას შენგენის ზონაში, იმაზე რომ საზღვრები ევროპის სახელმწიფოებს შორის იქნა გახსნილი, რასაც არ ეთანხმება ზოგიერთი ევროპის ქვეყანა, აგრეთვე არ ეთანხმებიან, იმას რომ საბაჟო კონტროლი წყვეტას მოქმედებას.

სიუჟეტი ვითარდება საფრანგეთის და ბელგიის საზღვარზე მდებარე, პატარა ქალაქში.

ფილმის 2 მთავარი პერსონაჟია: 2 სხვადასხვა ქვეყნის საბაჟოს თანამშრომელი – ერთი მათგანი ბელგიელია, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია ფრანგების და მისი პატრიოტიზმი რასიზმში გადადის, რომლისთვისაც მიუღებელი და გაუგებარია შენგენის მოლაპარაკება და ამის გამო მწვავედ რეაგირებს თითოელი ფრანგის მიერ საზღვრის გადაკვეთაზე. მეორე პერსონაჟი კი საფრანგეთის საბაჟოს თანამშრომელი, გაცილებით ლიბერალური შეხედულებებით მქონე და ამასთან ერთად, მისი ბელგიელი კოლეგის დას ხვდება … საიდუმლოდ. სწორედ, ამიტომ თანხმდება ფრანგი მებაჟე ერთობლივ მუშაობაზე ბელგიელ კოლეგასთან, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია იმუშაოს ფრანგ კოლეგასთან, რათა დაუმტკიცოს უფროსობას, რომ ის რასისტი არ არის.

კომედიის სიუჟეტი მშვიდი და გაწონასწორებულია, რომლის ყურებისას მთელი გულით შეიძლება გაიცინო რამოდენიმეჯერ, და არა მთელი ფილმის ყურებისას, როგორც ეს დენი ბუნის პირველ კომედიაში Welcome to the Sticks, მაგრამ ამის გამო, ფილმის ხარისხი არ იკარგება. ზუსტად არის შერჩეული ორივე პერსონაჟის ფსიქოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე მსახიობები.

ფრანგული კომედიის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება: ფრანგებმა შეიძლება დასცინონ ნაციონალურ განსხვავებებს ისე, რომ ეს გულსატკენი კი არა, სასაცილო იყოს.

მაგრამ ფილმში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე რომ, საზღვრებს აწესებს არა სახელმწიფო და შესაბამისი ორგანიზაციები (მათი პოზიციიდან გამომდინარე საზღვრები საჭიროა იმისათვის, რომ შენარჩუნებიული იყოს წესრიგი), არამედ თავად ადამიანები და აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. “სახელმწიფო საზღვარს” ფილმში მხოლოდ ფიგურალური დატვირთვა გააჩნია. არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ, რომელიც ხანდახან ხელს უშლის მას, დაინახოს რამდენად დიდია სამყარო.

და ბოლოს, კომედიის ყურებისას იმუხტები დადებითი და სასიამოვნო ემოციებით, რადგან ფილმი მიეკუთვნება დახვეწილ, ადამიანურ, კეთილ, ჭკვიან და სასაცილო კომედიათა რიცხვს.

პ.ს. “ფრანგები იცინიან სამჯერ: როდესაც მათ უყვებიან ანეგდოტს, როდესაც მათ უხსნიან, თუ რაზეა ეს ანეგდოტი და ბოლოს, როდესაც ბოლოს და ბოლოს ისინი გებულობენ მას” – ფილმის მთავარი გმირის ნაწყვეტი ერთ-ერთი დიალოგიდან.

http://hdkinoklub.ru/komedii/241-tamozhnya-daet-dobro.html

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s