Welcome to the Sticks (2008) "Bienvenue chez les Ch’tis" (სახელწოდება ორიგინალში)

IMDB – 7.0

bienvenue-chez-les-chtis2

   საფრანგეთში ფილმს უყურა 20.5 მლნ. ადამიანმა, რითაც მოხსნა მანამდე არსებული რეკორდი “დიდი გასეირნება” ორიგინალური დასახელება  La Grande Vadrouille (1966) (IMDB-ის რეიტინგი 7.8) – 17. მლნ. ადამიანი.

   ფილმის რეჟისორი დენი ბუნი, ასევე ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

   მთავარი პერსონაჟი, საფოსტო განყოფილების უფროსი, აბრამსი (კედ მერად), რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეიცვალოს სამუშაო ადგილი მარსელში. მაგრამ ნაცვლად მარსელისა, მას აგზავნიან ჩრდილოეთში, ქალაქ ბერგში, სადაც სტერეოტიპების მიხედვით სულ სიცივეა და რომელიც დასახლებულია უხეში არსებებით, რომლებიც გაუგებარი ენით ლაპარაკობენ. მაგრამ როდესაც ფილმის მთავარი გმირი გაიცნობს ადგილობრივ თანამშრომლებს, მაცხოვრებლებს და დაუმეგობრდება მათ, მასში მანამდე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები ქრება.

   ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ფერადი გრძნობების გამომხატველი კომედია, რომელიც აქამდე მინახავს.

   ცალკე აღსანიშნავია ფილმის თარგმანი, რომელიც თითქოს ძნელად გასაგებია, მაგრამ ძალიან კარგი ნამუშევარი. გადაჭარბების გარეშე შეიძლება იქვას, რომ ფილმის წარმატება მნიშვნელოვან წილად განპირობებულია 2 ფაქტორით: თარგმანი და უნიკალური გახმოვანება. გახმოვანებას რაც შეეხება – ძალიან ძნელია ილაპარაკო გასაგებად  გაუგებარ ენაზე, ისე რომ ეს ამასთანავე საოცრად სასაცილო იყოს.

   კომედია ადამიანის ქვეცნობიერში დებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან აზრს: მნიშვნელობა არა აქვს სად ვცხოვრობთ ან რა ენაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა, მაშინაც კი როცა ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ.

   ფილმი მიეკუთვნება კომედიის იმ ჟანრს, რომელიც საუკეთესოა ფსიქოლოგიური თერაპიისათვის – ყურების დაწყებისთანავე კარგ ხასიათზე დგები.

http://onlinefilmx.ru/komedia/1753-bobro-porzhalovat-bienvenue-chez-les-chtis-2008-hd-720.html

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s