პირველი რეცენზია – Out of Africa

IMDB – 7.0

   ფილმების ყურება და მათი განხილვა – ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ამიტომ გადავწყვიტე დავიწყო რეცენზიების წერა.  ვნახოთ, რა გამოვა …

   ფილმიც შემთხვევით არ ამირჩევია. სწორედ, Out of Africa-ის ყურებისას გამახსენდა ძველი რჩევა – დამეწერა რეცენზია და ამ ფილმმა გადამაწყვეტინა დამეწყო ეს საინტერესო საქმიანობა.

8-13  Out of Africa

 

“Out Of Africa”  80-90 წლების, სიდნი პოლაკის (Sydney Pollack) –ის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. იგი მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ფილმებს, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა უმაღლესი კინო აკადემიის მთავარი ჯილდოები: როგორც საუკეთესო ფილმისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის (მიღებული აქვს 7 ოსკარი).

სრულიად ჰარმონიაშია ფილმის მუსიკალური გაფორმებაც, ჯონ ბერის “Out Of Africa” http://www.youtube.com/watch?v=eWZ2adCaKo4 მისი მუსიკა თითქოს გეხმარება კიდევ უფრო ღრმად იგრძნო ფილმში განვითარებული მოვლენები და თავადაც მონაწილე გახდე.

უდავოდ ოპერატორის დამსახურებაა, ის რომ, პირველივე კადრების ნახვისთანავე თითქოს აფრიკის ჰაერით იწყებ სუნთქვას, თვალს ადევნებ მცხუნვარე მზეს და განუმეორებელი ოქროსფერი მზის ჩასვლის მოწმე ხდები. თვითმფრინავის სცენა – კი გულისცემას აჩქარებს, იმდენად ძლიერ განცდას იწვევს აფრიკის არაჩვეულებრივი პეიზაჟების ზემოდან თვალის დევნება.

ფილმი გადაღებულია დანიელი მწერალი ქალის, კარენ ბლიქსენის ბიოგრაფიული ნაწარმოების მიხედვით, რომელშიც აღწერილია დამოუკიდებელი, ძლიერი ქალის ისტორია, თავისი სისუსტეებით, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი – ბედნიერებისაკენ მის სწრაფვაშია.

რა შეიძლება ითქვას მსახიობების ტანდემზე: მერილ სრიპის და რობერტ რედფორდის მთავარი გმირები არაჩვეულებრივად გადმოსცემენ თავიანთი პერსონაჟების სიღრმისეულ შინაგან ბუნებას.

ფილმში არის ყველაფერი: იდუმალი აფრიკის ბუნება, ძლიერი ქალის შინაგანი ბუნება, სიყვარულის ისტორია, ზუსტად არის გადმოცემული, რომ გარდა პირადი თავისუფლების, არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანისთვის, რაც ცვლის მას უკეთესობისაკენ – სიყვარული.

«Он помог мне увидеть мир глазами Бога…» – ეს არის მერილ სტრიპის მთავარი პერსონაჟის სიტყვები, რომელიც, ვფიქრობ, ძნელად თუ ვინმეს დატოვებს გულგრილს ამ ფილმის მიმართ.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც უყვარს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფილმები, რთულ და სიღრმისეულ ადამიანურ ურთიერთობებზე, ვინც ჯერ კიდევ იმყოფება საკუთარი თავის შეცნობის და ძიების ეტაპზე.

პ.ს. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ძალიან ძნელი ყოფილა აღწერა ფილმის, რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა შენზე. უბრალოდ, ამას გულით გრძნობ.

http://bit.ly/17wtz23

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s