სტროგანოვი ქათმის ხორცისგან

IMG_0232

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბეკონი – 2 ნაჭერი
  • ქათმის ფილე – 1 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • შავი პიმპილი
  • წითელი პიმპილი
  • ნიორი- 2 კბილი
  • ქათმის ბულიონი – 180 მლ
  • არაჟანი – 110 მლ
  • ფქვილი – 1 სუფრის კოვზი

IMG_0208

მომზადების წესი:

დავჭრათ ხახვი წვრილად

IMG_0214

ქათმის ხორცი კი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად

IMG_0212

ტაფაზე შევწვათ ბეკონის ნაჭრები ორივე მხრიდან

IMG_0216

წვრილად დავჭრათ და თეფშზე გადავდოთ

IMG_0221

ამავე ტაფაზე შევწვათ ხახვი 2 წუთის მანძილზე

IMG_0222

და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხორცი. გავაგრძელოთ შეწვა კიდევ 7 წუთი, ისე რომ არ შევწყვიტოთ მორევა

IMG_0225

შემდეგ დავამატოთ ბეკონის წვრილად დაჭრილი ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ნიორი, შავი და წითელი პიმპილი და ასევე, უკვე მომზადებული 180 მლ. ქათმის ბულიონი, დაველოდოთ მის წამოდუღებას, ტაფას დავახუროთ თავი, დავუწიოთ ცეცხლს და დაველოდოთ კიდევ 10 წუთი

IMG_0226

ღრმა თეფშში არაჟანს დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი დ კარგად ავურიოთ

IMG_0228

და მიღებული მასა დავამატოთ ხორცს, ავურიოთ და დაველოდოთ მის წამოდუღებას, შემდეგ დავახუროთ თავი, დავუწიოთ ცეცხლს და 2 წუთის შემდეგ გადმოვდგათ

IMG_0229

შეგიძლიათ მიირთვათ სპაგეტთან ერთად

IMG_0233

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a comment