ქათამი ბულგარულთან და სოკოსთან–ტაფა ვოკში

სულ ცოტა ხნის წინ, ვისწავლე ისეთი არაჩვეულებრივი კერძის სწრაფად მომზადება, როგორიც არის Stir-Fry. შეძენილი ამისათვის აუცილებელი ტაფა Vok-ი და აი, პირველი კერძიც: ქათამი ბულგარულთან და სოკოსთან.

IMG_9965

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი – 300 გრამი,
  • 1-2 ცალი ბულგარული,
  • 150 გრამი შამპინიონები,
  • 1-2 თავი საშუალო ზომის ხახვი,
  • 1 ცალი სტაფილო,
  • 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი,
  • 6 სუფრის კოვზი სოიოს სოუზი,
  • ზეთი შეწვისათვის,
  • ნიორი – 2-3 კბილი,
  • მარილი – გემოვნებით

IMG_9950

 

მომზადების წესი:

თავდაპირველად მოვამზადოთ სოიუზი: ერთმანეთს შევურიოთ ვაშლის ძმარი და სოიოს სოუზი და დავამატოთ ცოტა შაქარი. გადავდოთ გვერდით, რადგან ეს მხოლოდ ბოლოს დაგვჭირდება.

წვრილად დავჭრათ ნიორი, ნახევარმთვარის ფორმებად დავჭრათ ბულგარული და ხახვი, წვრილი ფორფიტების ფორმებად დავჭრათ სოკო

IMG_9951

მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებულ ტაფა ვოკ-ში დავასხათ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი და გავაცხელოთ. 5-6 წუთის განმავლობაში შევწვათ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, რომელსაც გამუდმებით მოვურევთ

IMG_9954

შემწვარი ქათმის ხორცი გადავიტანოთ თეფშზე და გაცხელებულ ვოკზე გავაგრძელოთ შეწვა ნიორის, რომელსაც მალევე (1 წუთში) ვამატებთ სოკოს, სტაფილოს და ხახვს. 3-4 წუთის განმავლობაში ვწვავთ და განუწყვეტლივ ვურევთ

IMG_9959

შემდეგ ვამატებთ ბულგარულს და ვწვავთ კიდევ 3 წუთის განმავლობაში

IMG_9961

ამის შემდეგ ვაბრუნებთ შემწვარი ქათმის ნაჭრებს ვოკ-ში

IMG_9962

და ვამატებთ სოიოს სოუზს

IMG_9963

კერძი შეგვიძლია მივირთვათ ბრინჯთან ერთად Smile

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s