ბაჟე… რა თქმა უნდა ღომთან ერთად :)

ნიგვზიანი კერძები ქართული სამზარეულოს უმთავრესი ნაწილია. ალბათ, ნებისმიერი დღესასწაული მათ გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორის არის ბაჟეც

IMG_8721_B

საჭირო ინგრედიენტები:

ბაჟესათვის:

  • ნიგოზი (nuts) – 300 გრამი;
  • ნიორი (garlic) – 3 –4 კბილი;
  • ყვითელი ყვავილი (saffron);
  • უცხო სუნელი (utsxo suneli);
  • ხმელი ქინძი(dried coriander/kindza);
  • წითელი პიმპილი (red pepper);
  • მარილი (salt);
  • ძმარი (vinegar)– 1 სუფრის კოვზი (გემოვნებით; არ არის აუცილებელი).

ღომისათვის:

  • სიმინდის ღერღილი (corn meal)– 3-4 ჩაის ჭიქა;
  • სიმინდის ფქვილი (corn)– 1/2 ჩაის ჭიქა

IMG_8686_B

მომზადების წესი:

ღერღილს ვრეცხავთ

IMG_8689_B

მანამ სანამ წყლის მორიგი დასხმისას ზედაპირზე არ მივიღებთ სუფთა წყალს

IMG_8690_B

 

ვდგამთ საშუალო ზომის ცეცხლზე და ველოდებით მის წამოდუღებას.

პარალელურად, გარჩეულ ნიგოზს ვატარებთ ნიგვზის გასატარებელ მოწყობილობაში, ან ბლენდერში

IMG_8693_B

გატარებულ ნოგოზს ვათავსებთ ღრმა თეფშში

IMG_8696_B

და ვიწყებთ მის დამუშავებას, მანამ სანამ ზეთს არ გამოვადენთ

IMG_8699_B

ეს მოითხოვს დროს და ძალას Smile

IMG_8701_B

როცა მივიღებთ ფაფისებურ მასას, ვამატებთ ყვითელ ყვავილს და 2-3 სუფრის კოვზ გადადუღებულ (არა ცივ) წყალს, რის შემდეგაც შეგვეძლება ზეთის გამოწურვა

IMG_8706_B

ამის შემდეგ ნიგოზს ვასხამთ წყალს, იმდენს სანამ არ მივღებთ არაჟნის კონსისტენციის მასას

IMG_8711_B

მიღებულ მასას ვათავასებთ ბლენდერში, ვამატებთ ნიორის გასატარებელში გატარებულ ნიორს, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, წითელ წიწაკას, მარილს და ვამუშავებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან, თხელ მასას

IMG_8716_B

შემდეგ გადმოგვაქვს ღრმა თეფშში და ვამატებთ წყალს (მე სქელი ბაჟე მომწონს და ამიტომ ძალიან მცირე რაოდენობით ვამატებ წყალს)

IMG_8718_B

ბოლოს კი, მომზადებულ ბაჟეს ვასხამთ ჩვენს მიერვე მიღებულ ზეთს

IMG_8720_B

ამასობაში, ღერღილიც მოიხარშა (არ დაგავიწყდეთ მისი დროგამოშვებით მორევა)

IMG_8714_B

ვამატებთ მჭადის ფქვილს

IMG_8717_B 

და ისევ კარგად ვურევთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირზე ბუშტუკებს არ შევამჩნევთ. ღომიც მზადაა

IMG_8723_B

გემრიელად მიირთვით!

IMG_8724_B

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s