მაკარონი სოკოსთან ერთად

ეს რეცეპტი არის მსუყე და გემრიელი კერძის, რომელიც ადვილად ექვემდებარება თქვენს მიერ მოფიქრებულ ინტერპრეტირებას

IMG_8545

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოკო (არაკონსერვირებული) – 350-400 გრ;
  • მაკარონი – 250 გრ;
  • ხახვი – 2 (საშუალო ზომის) ცალი;
  • მწვანილი – ოხრახუში ან კამა;
  • ზეთი – შეწვისათვის;
  • მარილი, შავი პიმპილი – გემოვნებით

IMG_8516

მომზადების წესი:

სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად

IMG_8519

ცალკე, საშუალო ზომის ქვაბში წამოვადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი, შავი პიმპილის 3 –4 კაკალი, 1 დაფნის ფოთოლი და მცირეოდენი ოხრახუში, დავამატოთ დაჭრილი სოკო და წამოვადუღოთ. შემდეგ მოვხადოთ ქაფი, დავუწიოთ ცეცხლს და ვახრშოთ 10-15 წუთის განმავლობაში, მომზადებამდე. მომზადებული სოკო დავყაროთ საწურზე

IMG_8530

ხახვი დავჭრათ წვრილად

IMG_8523

წინასწარ ზეთდასხმულ, გაცხელებულ ტაფაზე დავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში

IMG_8527

მომზადებული ხახვი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და იმავე ტაფაზე შევწვათ სოკო 8-10 წუთის განმავლობაში

IMG_8535

შემდეგ დავამატოთ უკვე შემწვარი ხახვი, მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით და ავურიოთ

IMG_8536

საშუალო ზომის ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი და მოვამზადოთ მაკარონი, შიგა და შიგ მოვურიოთ და ვხარშოთ დროის ის პერიოდი, რაც მითითებული იქნება ყუთზე. მომზადებული კი დავყაროთ საწურზე

IMG_8533

უკვე მომზადებულ სოკოს და ხახვს დავამატოთ მაკარონი და 4-5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე შევწვათ. სუფრაზე მიტანის წინ კი დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი

IMG_8539

შენიშვნა: შეწვისას შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი ყველი.

 

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s