ჰაერღუმელში გამომცხვარი სოკო არაჟნით

ამ რეცეპტით მომზადებული სოკო, ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს “ჟულიენს”, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინგრედიენტები და დრო სჭირდება მის მომზადებას

IMG_8498_B

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოკო (ქამა ან ხის) – 500 გრ;
  • არაჟანი – 250 გრ;
  • ყველი (გაუდა ან ედამერი) – 150 გრ;
  • მარილი, შავი პიმპილი – გემოვნებით;
  • მწვანილი.

მომზადების წესი:

სოკო (დაკონსერვებული სოკოსაგან არ გამოდის გემრიელი კერძი, უმჯობესია ქამა ან ხის სოკო) კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ, რის შემდეგაც ამოვიღოთ და საწურზე გავაჩეროთ, სანამ არ დაწდება

IMG_8477_B

ვაცალოთ გაცივება და დავჭრათ

IMG_8480_B

დაჭრილი სოკო კი დავდოთ წინასწარ ზეთწასმულ ფორმაში

IMG_8483_B

გემოვნებით დავაყაროთ მარილი და შავი პიმპილი. დავამატოთ არაჟანი და ავურიოთ

IMG_8486_B

ზემოთ დავაყაროთ საშუალო ზომის სახეხზე გახეხილი ყველი

IMG_8488_B

და შევდგათ წინასწარ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ჰაერღუმელში, სადაც გავაჩერებთ 15-20 წუთის განმავლობაში

IMG_8491_B

ბოლოს, მომზადებულ კერძს ვაყრით წვრილად დაჭრილ მწვანილს

IMG_8494_B

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s