ტიფტელი “ზღარბები”

ტიფტელის ეს რეცეპტი ერთი შეხედვით შეიძლება ძნელად მოგეჩვენოთ, მაგრამ მზა ფარშის შეძენის შემთხვევაში, მისი მომზადება ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი

IMG_8456_B

საჭირო ინგრედიენტები:

  • საქონლის ფარში – 400 გრ;
  • ღორის ხორცის ფარში – 200 გრ;
  • ხახვი – 2 ცალი;
  • ნიორი – 2-3 კბილი;
  • ბრინჯი – 0,75 ჭიქა;
  • კვერცხი – 2 ცალი;
  • არაჟანი – 400 გრ;
  • მაიონეზი – 100 გრ;
  • კეჩუბი (ან ტომატი) – 2-3 სუფრის კოვზი;
  • მარილი – გემოვნებით;
  • შავი პიმპილი – გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ფარში საქონლის და ღორის ხორცისგან, ან ვიყიდოთ გამზადებული, კარგად ავურიოთ და დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაჭრილი ხახვი და პრესში გატარებული ნიორი, მარილი და შავი პიმპილი.

მოვხარშოთ ბრინჯი სანახევროდ.

ავურიოთ ფარში და ბრინჯი და  დავამატოთ 2 კვერცხი.

მომზადებული მასისაგან გავაკეთოთ პატარა ზომის ბურთულები, “ზღარბები”.

მოვამზადოთ სოუსი: ავურიოთ ერთმანეთში არაჟანი, მაიონეზი, კეჩუბი და დავასხათ “ზღარბებს”. იმ შემთხვევაში, თუ სოუსი ვერ ფარავს ტიფტელებს, დავამატოთ მცირე რაოდენობით წყალი

IMG_8422_B

IMG_8430_B

 

შენიშვნა: “ზღარბები” შეიძლება რამოდენიმე ფენად დავაწყოთ ფორმაში, ხოლო თითოეულ ფენას დავასხათ ჩვენს მიერ მომზადებული სოუსი.

ბოლოს, კი შევდგათ  ფორმა 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ჰაერღუმელში 1-1,30 საათის განმავლობაში

IMG_8450_B

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s