ბუტერბროდი “პიკანტური”

როცა გაკეთების დრო არ მაქვს და თან საჭიროა ოჯახის წევრებს რაიმე შევთავაზო, საუკეთესო ვარიანტია შევიხედო მაცივარში და იმ მცირე მონარჩენებისაგან, რასაც იქ ვიპოვი, ბუტერბროდი გავაკეთო. ერთი შეხედვით შეიძლება ცხელ საუზმეს მიამსგავსოთ, რომლის რეცეპტი იანვრის დასაწყისში დავპოსტე, მაგრამ თუ ორივეს გააკეთებთ, განსხვავებას ადვილად აღმოაჩენთ.

IMG_8409_B

საჭირო ინგრედიენტები:

4-5 ბუტერბროდის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • “ბატონის” – 4-5 ნაჭერი;
  • სოსისი ან მოხარშული ძეხვი– 200 გრ;
  • პომიდორი – 1 ცალი;
  • ნიორი –1-2 კბილი;
  • ყველი (ედამერი ან გაუდა) – 70-90 გრ;
  • მწვანილი;
  • მარილი – გემოვნებით;
  • მაიონეზი – რამდენიც დასჭირდება.

მომზადების წესი:

სოსისს ან ძეხვს ვჭრით მცირე ზომის კუბიკებად.

პომიდორი გავრეცხოთ და ისიც დავჭრათ კუბიკებად.

ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.

ნიორი გავატაროთ პრესში.

მწვანილი დავჭრათ წვრილად

IMG_8389_B

ავურიოთ ერთმანეთში ძეხვი, პომიდორი, ყველი, ნიორი და მწვანილი, დავამატოთ მაიონეზი, მარილი და კიდევ ერთხელ ავურიოთ

IMG_8396_B

მიღებული მასა გავანაწილოთ “ბატონის” ნაჭრებზე

IMG_8399_B

გამოვაცხოთ ბუტერბროდის ნაჭრები 180-200 გრადუს ჰაერღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s