ტირამისუ

მართალია, არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ეს გახლავთ ტირამისუს მომზადების საუკეთესო ვარიანტი, სამაგიეროდ, არის საკუთარი რეცეპტების სერიიდან, რომლის გასინჯვასაც აუცილებლად გირჩევთ, თუ გურმანი ბრძანდებით

IMG_8332_B

ინგრედიენტები:

  • ტირამისუს მოსამზადებელი სპეციალური ბისკვიტები – 1 პაკეტი;
  • შედედებული რძე (სლივკი) – 20% ან 35 % – 500 გრამიანი;
  • შაქარი – 2-3 სუფრის კოვზი;
  • ყავა;
  • ლიქიორი – გემოვნებით;
  • შოკოლადი – გაფორმებისათვის.

მომზადების წესი:

ვამზადებთ ყავას ღრმა ჭურჭელში. ვიღებთ ბისკვიტებს და თითოეულ მათგანს ვავლებთ მასში

IMG_8304_B_BIMG_8306_B_B

IMG_8308_B_B

შემდეგ ვაწყობთ კონტეინერში და ვასხურებთ ლიქიორს

IMG_8311_B_B

პარალელურად, შედედებულ რძეს (სლივკებს) ვთქვიფავთ ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე, ვამატებთ 2-3 სუფრის კოვზ შაქარს და ვაგრძელებთ თქვეფას

IMG_8312_B_B

რის შემდეგაც, კონტეინერში ჩაწყობილ ბისკვიტებს სქელ ფენად გადავუსვამთ მიღებული კრემის მასას

IMG_8313_B_B

დავაწყობთ მეორე ფენას და ისევ კრემი.

ბოლოს კი, ვრთავთ წინასწარ, წვრილ სახეხზე გახეხილი შოკოლადით

IMG_8318_B_B

კონტეინერს ვახურავთ თავს და ვდებთ მაცივარში 2-3 საათით

IMG_8320_B_B

და დესერტიც მზად არის Smile

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s