ცხელი საუზმე თხელ ლავაშში

იმისათვის, რომ გაამრავალფეროვნოთ დილა გემრიელი და საინტერესო საუზმით, გთავაზობთ “ცხელ საუზმეს თხელ ლავაშში” (მარკეტებში იყიდება, როგორც “სომხური ლავაში”), რომელიც დიდ დროს არ წაგართმევთ

IMG_8358_B

ინგრედიენტები:

1 პორციაზე:

  • ლავაში (სომხური) – 1 ცალი;
  • ბეკონის 2 თხელი (ან ვიჩინის 1 საშუალო სისქის) ნაჭერი;
  • პომიდორის 1 ნაჭერი;
  • კვერცხი – 1 ცალი;
  • ყველი – 20-30 გრამი (მე “ედამერი” მირჩევნია);
  • მწვანილი;
  • ზეითუნის ზეთი (შეწვისათვის);
  • მარილი და შავი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება:

პომიდორი გავრეცხოთ და გავამშრალოთ.

ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.

მწვანილი (ოხრახუში, კამა) გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ.

“სომხური” ლავაშის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი ფირფიტებიც

IMG_8337_B

ლავაში კარგად დავნამოთ ცივი წყლით და დავდოთ წინასწარ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე, ისე, რომ მისი კიდეები ტაფას ფარავდეს (იმ შემთხვევაში, თუ ლავაში დიდი ზომისაა, გავჭრათ ის შუაში).

ლავაშის ფურცლის შუაში დავდოთ მრგვლად გაჭრილი პომიდორის ნაჭერი, მოვაყაროთ მარილი. ზემოდან დავადოთ ბეკონის ნაჭრები. შემდეგ დავახალოთ კვერცხი. ისევ მარილი და შავი წიწაკა. ამ ყველაფერს კი მოვაყაროთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანილი

 IMG_8340_B

ლავაშის კიდეები მივმართოდ ცენტრისაკენ და მოვუკრათ თავი

IMG_8346_B

შევწვათ (საშუალო ან დაბალ ცეცხლზე) მის გავარდისფერებამდე

IMG_8351_B

ფრთხილად გადავაბრუნოთ მეორე მხარეს და ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევწვათ 4-5 წუთის განმავლობაში და მივირთვათ ცხლად

IMG_8355_B

 

რჩევა: შეგიძლიათ ფანტაზიაც დაიხმაროთ და ინგრედიენტები ცვალოთ (დაამატოთ ან გამოაკლოთ) დროგამოშვებით.

 

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s