სალათი მაკარონით, ვიჩინით და ბულგარული წიწაკით

თუ გინდათ სწრაფად მოამზადოთ გემრიელი სალათა, გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ჩემს საყვარელ უცხოურ საიტზე ამოვიკითხე. მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, რადგან იმასთან ერთად, რომ ძალიან ადვილი მოსამზადებელია, ამასთანავე საკმაოდ ნოყიერია და პირველ-მეორე კერძის მოთხოვნილებას სავსებით აკმაყოფილებს. მისი მომზადებისათვის საჭიროა სულ რაღაც 15 წუთი.

IMG_8301

შემადგენლობა:

  • მაკარონი (ბანტიკების ფორმიანი) – 200 გრამი;
  • ბულგარული წიწაკა(მე ნახევარ წითელ და ნახევარ მწვანე ბულგარულს ვიღებ)–1 ცალი;
  • პომიდორი – 1 ცალი;
  • ვიჩინა – 200 გრამი;
  • ოხრახუში ან ქინძი;
  • მაიონეზი;
  • ზეითუნის ზეთი;
  • მარილი – გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

ადუღებულ, მარილიან წყალში ვყრით მაკარონს. 8-10 წუთის შემდეგ კი გადმოვდგამთ და ვავლებთ ცივ წყალს, რის შემდეგაც ვამატებთ ზეითუნის ზეთს და ვურევთ

IMG_8296

პომიდორს და ბულგარულ წიწაკას ვრეცხავთ, ვასუფთავებთ და ვჭრით კუბიკებად;

ვიჩინასაც ვჭით კუბიკებად, ან მოგრძო ნაჭრებად

IMG_8293

ამის შემდეგ ვათავსებთ მომზადებულ ინგრედიენტებს: მაკარონი, ვიჩინა, პომიდორი, წიწაკა და ვურევთ. ბოლოს, კი ვამატებთ მაიონეზს და ვაჩერებთ 30 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ, ვრთავთ მწვანილით.

რჩევა: შეგიძლიათ მაიონეზი დაამატოთ მირთმევის წინ.

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s