ცხელი საუზმე ბაგეტში

IMG_8284

ეს რეცეპტი ერთ-ერთ კულინარულ საიტზე ვიპოვე, რომელიც ძალიან მომეწონა. თუმცა ჩემებურად შევცვალე ინგრედიენტები, მაინც ძალიან გემრიელი გამოდის და საკმაოდ ხშირად ვაკეთებ. და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად და იოლად მზადდება.  მიუხედავად, იმისა, რომ ფორმალურად “საუზმე” ჰქვია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ სიამოვნებით მიირთვათ.

 

ინგრედიენტები:

  • ბაგეტი – 1 ცალი;
  • ვიჩინა ან ბეკონი (მე ბეკონი მირჩევნია – 150 გრამიანი 2 ცალი) – 300 გრამი;
  • ბულგარული წიწაკა – 1 ცალი (დიდი ზომის) ან 2 ცალი (მცირე ზომის);
  • კვერცხი – 1 ცალი;
  • ოხრახუში ან კამა;
  • მაიონეზი ან არაჟანი – რამდენსაც მოითხოვს;
  • ზეითუნის ზეთი;
  • მარილი – გემოვნებით;
  • ახლად დაფქული შავი წიწაკა.             

                                                  

                                                                       მომზადება:

ბაგეტი დავჭრათ 3 ნაწილად. თითოეული ნაწილი კი გავჭრათ შუაში თანაბრად

IMG_8263

ფრთხილად გავაცალოთ რბილი ნაწილი და დავტოვოთ მხოლოდ ბაგეტის კედლები სისქით 1 სმ.

IMG_8265

მოვამზადოთ შიგთავსი:

ბულგარული წიწაკა დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში 3-4 წუთის განმავლობაში. გავაცივოთ.

ბეკონიც დავჭრათ კუბიკებად.

ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.

მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ წვრილად.

IMG_8272

ერთმანეთში ავურიოთ ბეკონი, ბულგარული წიწაკა, ყველი და მწვანილი. დავამატოთ კვერცხი (შეიძლება არ დასჭირდეს მთლიანად კვერცხი, რადგან მასა არ უნდა გათხელდეს) და კიდევ ერთხელ ავურიოთ.

ბოლოს, დავამატოთ არაჟანი ან მაიონეზი, ისე რომ მასა შეიკრას და კარგად ავურიოთ

IMG_8275

ამოვავსოთ რბილ გაცლილი ბაგეტის ნაჭრები  გამზადებული მასით და დავაწყოთ წინასწარ ზეთწასმულ ჟარონაზე

IMG_8281

გამოვაცხოთ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ჰაერღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში.

მომზადებული ბაგეტი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხლად, ასევე ცივად.

გემრიელად მიირთვით!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s