ფრიტატა–საკუთარი რეცეპტით

გავთამამდი და შემოგთავაზეთ ფრიტატას მომზადების საკუთარი ვერსია, რომელიც დიდად არ განსხვავდება კლასიკურისაგან. მიუხედავად, იმისა რომ ამ რეცეპტის მიხედვით, მისი მომზადებისათვის საჭიროა 40-50 წუთი, ფოტოგრაფირებასთან ერთად დასჭირდა 2 საათზე მეტი

P1010305

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი;
  • 1 თავი ხახვი;
  • 100-150 გრამი მოხარშული ძეხვი;
  • 200 გრამი შედედებული რძე (სლივკი) 20%;
  • 60-70 გრამი ყველი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ (მე პარმეზანი მირჩევნია);
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი;
  • 2 ჩაის კოვზი ზეთი;
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:

P1010266

ყველს და მოხარშულ ძეხვს ვხეხავთ საშუალო ზომის სახეხზე

P1010269IMG_8259

ხახვს ვჭრით ნახევარმთვარეების ფორმით

P1010272

გაცხელებულ და ზეთდასხმულ ტაფაზე ვშუშავთ ძეხვს 4-5 წუთის განმავლობაში

P1010283

კვერცხს ვფქვეფთ შედედებულ რძესა და ყველთან ერთად. საკუთარი გემოვნებით ვაყრით მარილს და შავ წიწაკას

P1010277

გაცხელებულ, ზეთდასხმულ ტაფაზე, რომელსაც ვამატებთ კარაქს, ვშუშავთ ხახვს 4-5 წუთის განმავლობაში

P1010285

შემდეგ ვამატებთ უკვე მომზადებული კვერცხის მასას და ვაცდით მხოლოდ 3 წუთი, იმისათვის, რომ აღნიშნული კვერცხის მასა შეიკრას

P1010287

ვამატებთ წინასწარ მომზადებულ ძეხვს და ვტოვებთ 15 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე, თავდახურულ მდგომარეობაში

P1010289

ბოლოს, კი, ფრიტატას მომზადებას ვასრულებთ მისი, წინასწარ გაცხელებულ ჰაერღუმელში(200-220 გრადუსი) მოთავსებით დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში (თუ ნაკლებ შებრაწულს ანიჭებთ უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ 5-6 წუთის შემდეგ გამოიღოთ)

P1010291

გემრიელად მიირთვით!!!

This entry was posted in რეცეპტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s